ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდინფექციის დაფიქსირების კუთხით კონტროლირებადი ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდინფექციის დაფიქსირების კუთხით ქვეყანაში კონტროლირებადი ზრდაა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა.

მინისტრის თქმითვე, მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ყველა ის მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის დადგენილი.

“მოთხოვნის სახით კვლავ რჩება სოციალური დისტანციის მკაცრი დაცვა. ამ დროის მონაცემებით, ჯერჯერობით, კოვიდინფექციის დაფიქსირების კუთხით კონტროლირებადი ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს არ აძლევს მოდუნების საშუალებას არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნებს. კოვიდინფექციის გავრცელების რისკები კვლავ ძალაში რჩება. აქედან გამომდინარე, ჩვენმა მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ყველა ის მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის დადგენილი”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები