ბესელია: ჩვენი შეთავაზებაა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მონიტორინგისთვის დროებითი საპარლამენტო კომისია შეიქმნას

პარლამენტის დეპუტატი, პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მონიტორინგისთვის დროებითი საპარლამენტო კომისია შეიქმნას.
ამის შესახებ ბესელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კოვიდ 19 – ის წინააღმდეგ გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ პარტიის ხედვა წარმოადგინა.
“ევროპის საბჭომ გამოსცა სპეციალური რეკომენდაციები ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნისთვის, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში რამდენად ძლიერი უნდა იყოს საპარლამენტო კონტროლი. აქ არის ჩვენი კონკრეტული შემოთავაზება, რომ შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია სწორედ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კონტროლისა და მონიტორინგის გახორციელების მიზნით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები