დავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი ერისთვის ამ მასშტაბით გაღებული ქველმოქმედება უპრეცედენტოა მთელს მსოფლიოში
„ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, მართლაც უპრეცედენტო მასშტაბისაა და ეს არაერთგზის იქნა დაფიქსირებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და არაერთი გამომცემლობის მიერ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი გავლენიან გამოცემა The Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.
„ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება უკვე გლობალური მასშტაბით არის დანახული. საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი ერისთვის ამ დონის, ამ მასშტაბის გაღებული ქველმოქმედება უპრეცედენტოა მთელს მსოფლიოში, რისთვისაც მადლობა ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად, ამ ფონდისთვის შესაბამისი თანხები გაიღო და დაეხმარა ჩვენს ქვეყანას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.