აშშ-ის საელჩო: მივესალმებით ყველას, ვინც მითითებებს ითვალისწინებს, რჩება სახლში, რათა COVID-19-ის გავრცელება შეაჩეროს

“დღეს მივესალმებით ყველას, ვინც „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა“ და ხელისუფლების მითითებებს ითვალისწინებს, რჩება სახლში, რამდენადაც შესაძლებელია, რათა შეაჩეროს COVID-19-ის გავრცელება”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, აფასებენ მათ გულმოდგინებას, ვინც რეკომენდაციებს იცავს.
„თქვენ იცავთ საკუთარ თავებს, თქვენს ოჯახებსა და თანამოქალაქეებს. ჩვენ ვაფასებთ თქვენს გულმოდგინებას. ამ გამოწვევის წინაშე ყველა ერთად ვართ და ერთადვე გადავიტანთ მას“, – წერია საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები