თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი არ არის დრამატული, არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპასა და ამერიკაში

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი არ არის დრამატული და ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპასა და ამერიკაში.

ცერცვაძე მოსახლეობას კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რათა შემდგომში არსებული წესების გამკაცრების აუცილებლობა საჭირო არ გახდეს.

“საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი არ არის დრამატული, არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპასა და ამერიკაში. ამიტომ შემდგომი გამკაცრება არ მიმაჩნია საჭიროდ. თუ ექნება ისევ ისეთი უპასუხისმგებლობის გამოვლინებებს ადგილი, როგორსაც მარნეულში ჰქონდა გუშინ, თუ ძალით მოვინდომეთ, რომ ეს ძლივს, თითოეული ჩვენგანის სისხლის ფასად მიღწეული სტაბილიზაცია ჩვენივე ხელით დავანგრიეთ, მაშინ დადგება დღის წესრიგში გამკაცრების აუცილებლობა. გვინდა, ყველას მოვუწოდოთ, რომ დავიცვათ ეს შედარებით რბილი წესები, რომ არ დაგვჭირდეს მათი გამკაცრების აუცილებლობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები