ლევან გოფოძე: “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, მათ კლინიკაში ​კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

​მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს.

“ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 67 პაციენტი იმყოფება, საიდანაც  40-ს აქვს კორონავირუსი დადასტურებული. ერთი ახალი პაციენტი დაგვემატა გუშინ. ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას. ასევე, მეორე პაციენტზეც მოვიდა პირველი პასუხი უარყოფითი და დღეს განმეორებით ჩავუტარებთ. თუ აქაც უარყოფითი პასუხი იქნება, მაშინ მეორე პაციენტიც დატოვებს კლინიკას, ალბათ, ხვალ. ნელ-ნელა დავიწყეთ ხალხის გამოჯანმრთელება, რაც ძალიან გვახარებს ყველას. ჩვენთან პირველი პაციენტია, ვინც გამოჯანმრთელდა.

ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი  გვყავს კოვიდდადასტურებული, თუმცა ორ პაციენტს სერიოზული პნევმონია აქვს. მათ შორის ერთი ჟანგბადდამოკიდებულია თანმხლები დაავადებებით. ვნახოთ, როგორ წარიმართება მისი მკურნალობა. ამ წუთისათვის შეიძლება, შეფასდეს მძიმედ, მაგრამ კრიტიკულად – არა”, – განაცხადა გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები