რუსეთში კორონავირუსი ასამდე ჟურნალისტს დაუდასტურდა

რუსეთში კორონავირუსი 100-მდე ჟურნალისტს დაუდასტურდა, მედიის 500-მდე წარმომადგენელი კარანტინზე ან თვითიზოლაციაში იმყოფება, ასევე, მოსკოვში ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტიც გამოვლინდა.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე რუსეთის ციფრული განვითარების, კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე ალექსეი ვოლინმა განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტები რისკჯგუფში შედიან.

ვოლინის ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლებზე არასამუშაო დღეებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულება არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები