წალკის მუნიციპალიტეტიდან გუშინ თბილისში კორონავირუსის სიმპტომებით 24 წლის ქალი გადაიყვანს. წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მანანა მირაშვილმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, რომ ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
“ამ დრომდე წალკაში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გუშინ გადავიყვანეთ 24 წლის ქალი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, დღეს დილით მივიღეთ პასუხი და საბედნიეროდ უარყოფითია”, – განაცხადა მირაშვილმა.
ამ დროისთვის, ქვემო ქართლში კორონავირუსით 75 ადამიანია დაინფიცირებული. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულია 54 ადამიანი, მარნეულში – 15, რუსთავში კი ინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 95 გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა 4 ადამიანი. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4816 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 571 პირია.