მოსკოვში 9 მაისის აღლუმში სამხედრო ტექნიკა მონაწილეობას არ მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში, გამარჯვების დღის აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება, სხვა საკითხებთან ერთად, კიევის „ტერორისტულ“ საქმიანობასაც უკავშირდება.

“კიევის რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად კარგავს პოზიციებს ბრძოლის ველზე, სრულად ტერორისტულ საქმიანობაში ჩაერთო. ამიტომ, ამ ტერორისტული საფრთხის ფონზე, რა თქმა უნდა, საფრთხის მინიმიზაციისთვის ყველა ზომა იქნება მიღებული. აღლუმი გაიმართება, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ გასულ წელი იყო საიუბილეო. ახლა აღლუმი მაინც გაიმართება, თუმცა შემცირებული ფორმატით“, – აღნიშნა პრეზიდენტის პრესმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები