ქუთაისის ახალ ინფექციურში საკარანტინე ზონიდან კორონავირუსის სიმპტომებით ახალგაზრდა კაცი გადაიყვანეს

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში გვიან ღამით ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი აცხადებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“გვიან ღამით შემოიყვანეს პაციენტი, მასაც თურქეთიდან შემოსვლის ისტორია აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე”, – აღნიშნა თემურ ნადირაძემ.
შეგახსენებთ, იმერეთში  Covid19- ის დიაგნოზით ამ დროისთვის 25 პაციენტი მკურნალობს, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში 24 მათგანია მოთვსებული, ერთი კი – საჩხერის სამედიცინო ცენტრში. რეგიონის მასშტაბით სულ 10 პაციენტია გამოჯანმრთელებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქუთაისის ლაბორატორიაში 84 კვლევა ჩატარდა, კოვიდ-19 არცერთს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები