მარნეულის “ჯეოჰოსპიტალში” კორონავირუსი ლუგარში გაგზავნილი 5 ანალიზიდან არცერთს დაუდასტურდა

მარნეულის “ჯეოჰოსპიტალში” ლუგარის ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, კორონავირუსზე ყველა მათგანი უარყოფითია, – ამის შესახებ ” რეგიონულ კვირას” მარნეულის “ჯეოჰოსპიტალის” კლინიკის დირექტორმა, ტატა შენგელაიამ განუცხადა.

“მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში კვლავ 5 პაციენტის საკვლევი მასალა გაიგზავნა. დღეს დილით მივიღეთ პასუხები და, საბედნიეროდ, ყველა მათგანი უარყოფითია”, – განაცხადა ტატა შენგელაიამ.

ამ დროისთვის, ქვემო ქართლში კორონავირუსით, ჯამურად, 75 ადამიანია დაინფიცირებული.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულია 54 ადამიანი, მარნეულში – 15, რუსთავში კი ინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 95 გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა 4 ადამიანი. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4779 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 561 პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები