აშშ-ის საელჩო: 42 წლის წინ, ამ დღეს ათასობით ქართველმა მსოფლიოს უჩვენა, თუ რამდენს ნიშნავდა ქართული ენა მათთვის
აშშ-ის საელჩო საქართველოში დედაენის დღეს ეხმაურება.
„42 წლის წინ, ამ დღეს ათასობით ქართველმა მსოფლიოს უჩვენა, თუ რამდენს ნიშნავდა ქართული ენა მათთვის. სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საშიშროების წინაშე დარჩენილმა ხალხმა მომავალ თაობებს შეუნარჩუნა ეს უნიკალური ენა.
გილოცავთ დედაენის დღეს!“ – წერია „ფეისბუქში“ საელჩოს გვერდზე.