“რესპუბლიკურში” მყოფ 25 პაციენტს, საიდანაც 5 მედპერსონალია, კორონავირუსზე ტესტირება დღეს ჩაუტარდება”

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, დღეს მათ კლინიკაში მყოფი 25 პაციენტისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარებაა დაგეგმილი.

მისივე თქმით, 25 პაციენტიდან 5 მედპერსონალია.

„დღევანდელი მონაცემებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 59 პაციენტი, ორი დაემატა დღეს. რეანიმაციაში კვლავ რჩება 3 პაციენტი. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ერთი პაციენტი საშუალოზე უფრო მეტად მძიმეა. აქ არის ორმხრივი ფილტვების ანთება, პნევმონია. პრობლემა რაც იყო, პრაქტიკულად, იგივეა, არაფერი  შეცვლილა.

დამატებით 25 პაციენტის გატესტვა იგეგმება. მათგან 5 მედპერსონალია, ექიმიც არის, ექთანიც არის. მათი ზოგადი მდგომარეობაც არის საშუალო სიმძიმის. მაღალი ტემპერატურაა სამთან“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები