ცერცვაძე: ჩემი კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია, მთელი ჩემი სამსახური მეხვეწება, გადადი სხვაგანო, ეს გამორიცხულია
“ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია. მთელი ჩემი სამსახური მეხვეწება, გადადი სხვა კორპუსშიო“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მისი მხრიდან კაბინეტის შეცვლა გამორიცხულია.
“ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია. ეს არის განყოფილება, სადაც თავსდებიან ავადმყოფები ყველაზე საშიში ინფექციებით. ამ დროს მთელი ჩემი სამსახური მეხვეწება, გადადი სხვა კორპუსშიო. ეს გამორიცხულია, მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი ის იყო, რომ ასეთი ინფექციების წინააღმდეგ მებრძოლა და სახეში შემეხედა ასეთი რისკისთვის და ახლა როგორ, ეს მივატოვო და წავიდე სხვაგან?! ეს გამორიცხულია! ცუდი სიტყვაა, მაგრამ ძალიან სერიოზული აზარტიცაა ამაზე მუშაობა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ინტერვიუში.