იმნაძე: ვამბობ, ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, “ჭრელო პეპელა” არ ვარ

“ვამბობ, ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი. იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა “ჭრელო პეპელა” არ ვარ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძემ უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმადაც გუშინ ერთ-ერთ ექიმს სწრაფმა ტესტმა უჩვენა, რომ ახალი კორონავირუსი აქვს, თუმცა მოგვიანებით PCR კვლევით ეს არ დადასტურდა და ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში არსებული სწრაფი ტესტები უხარისხოა.

„ვამბობდი, რომ ჯერ თავი შევიკავოთ-მეთქი და რატომ არ არის, რატომ არ არისო. მერე ვთქვი, რომ აი, ბატონო, არის-მეთქი და რატომ არისო. რა ვქნა, ახლა “ჭრელო პეპელა ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო”. ვამბობ და ვიძახი, ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი. იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა “ჭრელო პეპლა” არ ვარ.

იცით, ხალხი არის დაძაბული. კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში, ერთი და იგივე კითხვები მოსახლეობის ფსიქიკას კიდევ უფრო ძაბავს. ჩვენ ისედაც ყველა ვართ საკმაოდ დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში. ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას, რომ მე მგონი, მოსახლეობასაც მობეზრდა ჩემი, მე მრცხვენია ხოლმე, ერთსა და იმავე კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას“, – განაცხადა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები