ლევან რატიანი: ჩვენს კლინიკაში მყოფი, 80 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, 79 წლის ქალის კი კრიტიკული, მაგრამ – მართვადი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი, 80 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, 79 წლის ქალის კი კრიტიკული, მაგრამ – მართვადი.
მისივე თქმით, ლაბორატორიაში კორონავირუსზე დიაგნოსტირების მიზნით რამდენიმე პაციენტის ტესტი იყო გაგზავნილი და ინფექცია ერთს დაუდასტურდა.
“ჩვენი კლინიკა ყველა კრიტიკულ პაციენტს ემსახურება, რამდენიმე პაციენტი მოთავსებულია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.
რაც შეეხება 80 წლის ქალბატონის მდგომარეობას -‘ის ფასდება მძიმედ, მაგრამ სტაბილურად. სტაბილურობა გამოიხატება იმაში, რომ გემოდინამიკა, ოქსიგენაციის პარამეტრები გაუმჯობესებულია, ნერვოლოგიური სტატუსი უკეთესია, ექიმების მხრიდან ფასდება, როგორც სტაბილურად მძიმე, დადებითი დინამიკით.
79 წლის ქალბატონი, რომელიც შემოყვანილია მარნეულის წითელი ზონიდან, შემოყვანილ იქნა კრიტიკული მდგომარეობით, რაც განპირობებული იყო მისი სომატური პათოლოგიით, კლინიკურად სახეზეა სრული კახექსია, წონის მკვეთრი დეფიციტი, აღენიშნებოდა პნევმოთორაქსი. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი.
რამდენიმე ტესტი გვქონდა გაგზავნილი, ყველა ტესტი მოვიდა უარყოფითი, გარდა ერთისა. ამიტომ ეს პაციენტი ინფექციონისტებსა და თერაპევტებს გადაბარდა”, – განაცხადა რატიანმა.