საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
როგორც ვებგვერდის განახლებული ინფორმაციით ირკვევა, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.