მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან ექვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზაუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ექვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მისივე თქმით, მათგან ოთხი თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში მკურნალობს.
„ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაინფიცირებული 97 პაციენტიდან ექვსი პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მათ შორის კრიტიკულად შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენთან ამ პაციენტებიდან ოთხი მძიმე ავადმყოფი გვრჩება. ორის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ გუშინ აღვნიშნეთ, რომ დასტაბილურდა. კიდევ თავს ვიკავებთ, ვთქვათ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რადგან დღეს იქნება მეორე დღე მათი მდგომარეობის შეფასებისთვის. როგორც სუბიექტურ-ობიექტური ისე ლაბორატორიული მონაცემებით, თუ დღევანდელ დღესაც მათი მდგომარეობა ასეთი სტაბილური იქნება, შეიძლება ვთქვათ, რომ, ალბათ, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ და გამოჯანმრთელების პროგნოზირება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.