პაატა იმნაძე: პრეპარატი “პლაქველინი” მხოლოდ დაავადების დროს გამოიყენება, ექიმის დანიშნულებით

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის” დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატ “პლაქველინის” მიღებას მნიშვნელობა არ აქვს.

მისი განმარტებით, აღნიშნული პრეპარატი მხოლოდ დაავადების დროს, ექიმის დანიშნულებით გამოიყენება.

“პრეპარატ “პლაქველინის” მიღებას პროფილაქტიკის მიზნით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მისი მოქმედების მექანიზმი არ არის დაკავშირებული უშუალოდ ანტივირუსულ ზემოქმედებასთან. ის გამოიყენება მხოლოდ დაავადების დროს, ექიმის დანიშნულებით”, – განმარტა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები