ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დღეს, 14 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღონისძიებაში მონაწიილეებთან ერთად, კულტურის ცენტრის ეზოში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაში მიიღეს მონაწილეობა.