ეკატერინე ტიკარაძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება და ეს იქნება “ემერჯენსცენტრი”
“კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოქალაქეების საგანგებო მიღება გაიმართება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ერთგვარი “ემერჯენსი” და შემდეგ პაციენტებს საჭიროებისამებრ გადაამისამართებენ.
„საავადმყოფოებში მოქალაქეების ძალიან დიდი ნაკადების მიმართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპისთვის, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება და ეს იქნება ემერჯენსცენტრი.
გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გაქვთ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდანაც პაციენტებს, საჭიროებისამებრ, გადაამისამართებენ, იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინე ზონა, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.