“აჭარა ტექსტილმა” პირბადეების წარმოება დაიწყო
“აჭარა ტექსტილმა“ პირბადეების წარმოება დაიწყო. კომპანია, პირველ ეტაპზე, 500 000 ერთეულ პირბადეს დაამზადებს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.
პირველი პარტია უახლოეს დღეებში ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცემა, რათა მათ პირბადეების განკარგვა მოახდინონ.