ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს 30–ე წევრი ხდება – ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა

“ესპანეთის პარლამენტის ზედა პალატამ ნატო-ში ჩრდილოეთ მაკედონიის  შესვლის პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა”, – დაწერა Twitter-ის გვერდზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ესპანეთი იყო ალიანსის ბოლო ქვეყანა, რომელსაც პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მოეხდინა, შესაბამისად, ჩრდილოეთ მაკედონია უახლოეს დროში ალიანსის 30–ე წევრი ქვეყანა გახდება.

“მომხდართან დაკავშირებით ყველა მოკავშირე მიესალმება ქვეყანას, რომელიც მალე ჩვენი 30–ე წევრი გახდება. ვულოცავთ, ჩრდილოეთ მაკედონიას!”, – დაწერა სტოლტენბერგმა.

ნატო-ში ჩრდილოეთ მაკედონიის შესვლის პროტოკოლს ხელი 2019 წლის 6 თებერვალს მოეწერა, ამის შემდეგ მისი რატიფიცირება ყველა მოკავშირე ქვეყნის პარლამენტს უნდა მოეხდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები