აზერბაიჯანში კორონავირუსისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში კორონავირუსისგან ქვეყნის 1969 წელს დაბადებული მოქალაქე ქალი გარდაიცვალა.
ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში გახსნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, ქალი სამშობლოში ირანიდან დაბრუნდა და საავადმყოფოს ქრონიკული დაავადების გამო მიმართა.
მძიმე დაავადების ფონზე, ქალს ღვიძლის დაზიანება და სუნთქვის უკმარისობა განუვითარდა, ასევე, მძიმე იმუნოდეფიციტი. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ქალის ოჯახის წევრები, ასევე, მასთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინზე არიან გადაყვანილი.