ნატო-ს ბრიუსელის შტაბ-ბინაში ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოუჩინეს
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აღიარა, რომ ბრიუსელის შტაბ-ბინაში ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
ის შაბათ-კვირას ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა. ნატო-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
ალიანსის თქმით, მათ უკვე მიიღეს პრევენციული ზომები, რათა არ დაუშვან ვირუსის გავრცელება, მაგალითად, დროებით შეაჩერეს ზოგიერთი თანამშრომლის გამგზავრება და ჯგუფური ვიზიტები შტაბ-ბინაში, ასევე, ხელს უწყობენ მას იმუშაოს სახლიდან.