“რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კლასიკად იქცა ეს მუქარა – შემოვლენ-არ შემოვლენ” – წილოსანი

”ფაქტობრივად, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კლასიკად იქცა ეს მუქარა – შემოვლენ-არ შემოვლენ”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.

„საკუთარ ამომრჩეველთან გაიმართლონ თავი და რაღაც ანგარიშვალდებულება იგრძნონ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, თორემ უმრავლესობამ, ვინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, სწორედაც რომ მათი სურვილია, ოპოზიცია საერთოდ არ არსებობდეს ამ პოლიტიკურ ველზე. მათ შორის, ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და ამიტომ, თუ ისინი საკუთარი ხელით გაინადგურებენ თავს ამ პოლიტიკიდან და, ფაქტობრივად, საპარლამენტო სისტემიდან გადავლენ, ბოლომდე გაფორმდებიან ქუჩის ოპოზიციად, რა თქმა უნდა, ეს იქნება ზუსტადაც იმ დაპირების შესრულება მათივე ხელით“, – აღნიშნა წილოსანმა.

საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები