“ღიმილისმომგვრელია, ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას” უკიჟინებენ, „პატრიოტთა ალიანსს” ხელიც კი არ ჩამოართვას, მეორე მხრივ, ბოკერია, ბურჯანაძე და სხვა პარტიები ერთად სხედან”

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის დასაკომპლექტებლად მოკავშირეების ძიება არ დასჭირდება, რადგან ამისთვის აუცილებელ მანდატებს აიღებს”, – ამის შესახებ “ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის” თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია 76-ზე გაცილებით მეტ მანდატსაც მიიღებს.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის დასაკომპლექტებლად მოკავშირეების ძიება არ დასჭირდება, რადგან ამისთვის აუცილებელ მანდატებს აიღებს. პარტია 76-ზე გაცილებით მეტ მანდატსაც მიიღებს. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის მხარდაჭერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს და არა, ზოგ-ზოგიერთი გაყალბებული კვლევის მაჩვენებლები. ასევე, საინტერესოა ორმაგი სტანდარტი, ღიმილისმომგვრელია, რომ ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას” უკიჟინებენ, არ გაბედოს და „პატრიოტთა ალიანსს” ხელიც კი არ ჩამოართვას, მეორე მხრივ კი, ვხედავთ, შეთანხმებებს აღწევენ, ერთად სხედან, მშვენივრად საუბრობენ და ერთმანეთს მოკავშირეებად განიხილავენ მაგალითად, გიგა ბოკერია, ნინო ბურჯანაძე და სხვა პარტიები, რომელთაც პრეტენზია აქვთ, რომ პროდასავლური არიან. არ ვიცი, ბოლო პერიოდში ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა? იყო პრორუსი და რჩება პრორუსად”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ამასთან, გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები