ამირან გამყრელიძე: იქნება კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების მატება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არის. როგორც მან აღნიშნა, მთავარია რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

„გვექნება ახალი კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების მატება, მთავარია, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ შემთხვევების მატების რიცხვი რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით. პანიკის საფუძველი არ არის. ქვეყანაში უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე და მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. არ დავმალოთ სიმპტომები, როცა ვბრუნდებით დასახელებული ქვეყნებიდან. ჩვენთვის დღეს ყველაზე მეტად დამაზიანებელია იტალია, საიდანაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ბრუნდება და დიახ, ისინი უნდა შემოვიდნენ ქვეყანაში. ფრენების აკრძალვის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენს თანამემამულეებს საქართველოში დაბრუნების საშუალება მიეცეთ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩამოსვლის შემდეგ უნდა გაიარონ 2-კვირიანი კარანტინი, რათა პირველ რიგში, უზრუნველყონ თავიანთი ჯანმრთელობის უსაფრთხოება და მეორე – არ იყვნენ ინფიცირების წყარო,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები