4 მარტს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ
პარლამენტში 4 მარტს საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.
როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა, როგორც წესი, პლენარული სხდომების პირველ დღეებში ხდება.
ამავე კვირაში პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრსაც მოუსმენენ. მაია ცქიტიშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში წარდგება.