დედა იყო მოსული, ვამჩნევ, დეპრესიულად არისო – რას ჰყვებიან ბებიისა და დედის მკვლელობაში ბრალდებულის სკოლაში

3-4 დღის წინ იყო დედა ჩემთან მოსული, მითხრა ვამჩნევ, რომ უცნაურად, დეპრესიულად არისო, რა მოხდა გაუგებარია, – ამის შესახებ ბებიისა და დედის მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის ბიჭის სკოლის დირექციის წარმომადგენელმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბიჭი სკოლაში არავითარი ბულინგის მსხვერპლი არ ყოფილა.

“კამერებიც კი გვაქვს ოთახებში, ამ სიტუაციებს ვაკონტროლებთ. არავითარი ბულინგის მსხვერპლი არ ყოფილა. ეს არის წარმოუდგენელი. მითუმეტეს აქ ნებისმიერი ბავშვი ხელის გულზე გვყავს, იმდენად ვეფერებით. დედა იყო იმდენად თბილი და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ ეს არის გაუგებარი. 3-4 დღის წინ იყო დედა ჩემთან მოსული და მესაუბრებოდა ამ შვილის სიყვარულზე და მომავალზე. რა მოხდა მათ შორის გაუგებარია. ვამჩნევ, რომ უცნაურად, დეპრესიულად არისო. მამა არ ჰყავს, დედას რაღაც დაავადება ჰქონდა, შეიძლება ამ ყველაფერმა იმოქმედა”, – განმარტა სკოლის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, დღეს თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე 18 წლის ბიჭმა ბებია და დედა ნაჯახით მოკლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები