გოგი ენუქიძე: პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებიც გახდნენ კრიმინალები და დაჰყვეს გარკვეული დრო საპატიმროში, არათუ პოლიტიკაში დაბრუნების უფლება არ აქვთ, საზოგადოებაში მათი ადგილი არ არის

ვფიქრობ, პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებიც გახდნენ კრიმინალები და დაჰყვეს გარკვეული დრო საპატიმროში, არათუ პოლიტიკაში დაბრუნების უფლება არ აქვთ, არამედ საზოგადოებაში მათი ადგილი არ არის”, – ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის ბიძამ, გოგი ენუქიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„არც ვანო მერაბიშვილის ადგილი არ არის პოლიტიკაში და არც ბევრი იმათგანის, ვინც თავის დროზეეს სისასტიკე ჩაიდინა”, – აღნიშნა გოგი ენუქიძემ.

ენუქიძის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციიდან ვინც „ნაციონალების” გვერდით დადგება, იგივე კრიმინალები იქნებიან.

„მე გაერთიანებულ ოპოზიციას შემიძლია მოვუწოდო, ვინც დადგება „ნაციონალების” გვერდით, ჩემთვის აბსოლუტურად იგივე კრიმინალები იქნებიან, როგორც „ნაციონალები”. ის, რაც მოხდა და როგორც მოხდა, ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილი არ არის ისე დასჯილი, როგორც საჭირო იყო მისი დასჯა და არა მარტო მისი დასჯა, არამედ მისი მეუღლისაც. რასაკვირველია, უფრო მძიმე ბრალდება უნდა ჰქონოდა, იმდენად, რამდენადაც იგი ფაქტობრივად იყო ამ საქმის შეკერვის ორგანიზატორი” ,- განაცხადა გოგი ენუქიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.

როგორც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები