შოთა რეხვიაშვილმა თეთრიწყაროში რძის გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბაში რძის გადამამუშავებელი ქარხანა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მოინახულა.

თანამედროვედ აღჭურვილი საწარმო ვალერი კახაძემ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის “ერთიანი აგროპროექტი” ფარგლებში შექმნა.
ადგილზე დღეში 7-8 ტონა რძე გადამუშავდე და სამი სახეობის: სულგუნი, ქარხნული და იმერული ყველი მზადდება.
საწარმოში 24 ადგილობრივია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან ქვემო ქართლში “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში  23 ახალი საწარმო ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები