სატრანსპორტო კორიდორი სანქციების გარეშე
ინტერვიუ აშშ-ის ყოფილ ელჩთან აზერბაიჯანში, აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის ყოფილ თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზასთან.
-ბატონო, ბრაიზა, მედიაში გავრცელდა თქვენი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ერთად გადაღებული ფოტოები „კასპიის კვირეული 2020“-ის ფორუმიდან (Caspian Week 2020 Forum). თუ შეიძლება, რომ გვითხრათ ამ ღონიძიებისა და იმ მთავარი საკითხების შესახებ, რომელიც ერთობლივად განიხილეთ?
-„კასპიის კვირეულმა 2020“ ჩემს თვალწინ წარმოაჩინა ახალი იდეები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიდი კასპიის რეგიონი, რომლის არეალი გადაჭიმულია ინდოეთის ოკეანიდან, შავ და ხმელთაშუა ზღვამდე. მას შეუძლია შეასრულოს ენერგიის, მონაცემთა და მშრალი ტვირთების ტრანსპორტირებისთვის ახალი დერეფნის როლი, რომლის ცენტრში იქნება ავღანეთი და კასპიის ზღვა. ეს ძალიან დადებითი სიურპრიზი იყო ჩემთვის. მე ჩემი 23 წლიანი დიპლომატიური კარიერის ნახევარზე მეტი გავატარე ამ რეგიონში და არ მოველოდი ამდენი ახალი იდეის მოსმენას.
ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ გახარიასთან ტრანსპორტირების ამ სხვა და სხვა ტიპის დერეფნებთან დაკავშირებით. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია დიდი კასპიის რეგიონისთვის, რადგან, როგორც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სახელმწიფო, ევროპის კარიბჭეს წარმოადგენს საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფოებისთვის და პირიქით. საქართველო ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული, როგორც ევროკავშირთან ისე ჩინეთთან.
-ფორუმზე თქვენ ყურადღება დაუთმეთ აზერბაიჯანი-საქართველოს სატრანსპორტო კორიდორს. რა შესაძლებლობებს იძლევა კორიდორი და მისი განვითარება რას მისცემს ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ჩინეთს?
-აზერბაიჯანი-საქართველოს დერეფანი სწორედ ის არის, რასაც მე, ჩემი ამერიკის მთავრობაში ოფიციალური მოღვაწეობის ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში, აქტიურად ვუჭერდი მხარს. იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე მე ვასრულებდი ამ მოვალეობას, როგორც პრეზიდენტ კლინტონის მიერ ჩემზე დაკისრებული ვალდებულებას, მე ვიგრძენი პირადი, ღრმა ბმა ამ დერეფანთან. ეს იმით იყო განპირობებული, რომ დერეფანი კომერციულად მიმზიდველია კერძო ნავთოვბ-კომპანიებისთვის, ეხმარება საქართველოსა და აზერბაიჯანს, უზრუნველყონ მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ასევე თანამშრომლობის იმ მოდელის სტიმულირებას ახდენს, რომელიც აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და მეგობრების სტრატეგიულ ინტერესებს პასუხობს.
ამ დერეფნის საწყისი ფაზა ფოკუსირებული იყო ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე. 1990-იანების ბოლოს აშშ-ის მთავრობამ აქტიური მხარდაჭერა აღმოუჩინა ნავთობსადენის 4 პროექტს ( „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „ბაქო-სუფსა“, „ბაქო-ნოვოროსიისკი“ და „კასპიის მილსადენის კონსორციუმი“) და ერთი ბუნებრივი აირის მილსადენს (სამხრეთ კავკასიის ან ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი). რადგანაც მაშინ ვაშინგტონის მიზანს რუსეთის იზოლირება არ წარმოადგენდა, ამათგან, ორი მილსადენი გადიოდა რუსეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში, ნოვოროსიისკის პორტის მიმართულებით. აშშ-ი ცდილობდა, რომ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ახალი ნაკადი ექსპორტის ბაზრებზე გასულიყო კომერციულად სიცოხლისუნარიანი და სანდო გზებით და ამასთანავე, მონოპოლისტი მილსადენების („ტრანსნეფტი“ და „ გაზპრომი“) გვერდის ავლით და გეოგრაფიულად ვიწრო გასასვლელების (თურქეთში შავი ზღვის სრუტეები და ჰორმუზის სრუტე) გვერდის ავლით.
აშშ-ის მიერ, საქართველო-აზერბაიჯანის კორიდორის მხარდაჭერის სისწორე 2001 წლის 12 სექტემბერს გამოჩნდა, როცა პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს დაურეკა და აზერბაიჯანის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრასები შესთავაზა. ასევე, შესთავაზა ნებისმიერი სხვა სახის თანამშრომლობა, რომელიც, შესაძლოა, საჭირო ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, „ალ ქაიდას“ მიერ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტების პასუხად. ეს შეთავაზება მალე გადაიქცა ამერიკელი სამხედროებისთვის ტვირთების უმნიშვნელოვანეს კორიდორად, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და აზერნაიჯანს, კვეთდა კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას და მიემართებოდა ავღანეთისკენ. საბოლოო ჯამში, ამერიკულ სამხედრო ძალებს ავღანეთში, არალეტალური ტვირთების ერთი მესამედი, მიეწოდებოდა, სწორედ ამ დერეფნის გავლით.
დღეს ეს სატრანზიტო დერეფანი ფართოვდება და მოიცავს საწვავს, მშრალ ტვირთებსა და მონაცემებს. როცა ეს მოხდება, ინდოეთს, პაკისტანს, ავღანეთს, თურქმენეთს, ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის ახალი გეო-ეკონომიკური თანამშრომლობის მოდელებს გააჩენს, რომლებიც კასპიის ზღვიდან საქართველო-აზერბაიჯანის კორიდორს შორის გადაიჭიმება და ასევე მოიცავს ინდოეთის ოკეანესა და ჩინეთს. ეს ახალი ლოჯისტიკური კავშირები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავღანეთისთვის, რომელიც თალიბებსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისთვის ემზადება. ამ შეთანხმებამ გზა უნდა გაუხსნას ახალ სავაჭრო კოროდორებს, რომელიც ქვეყანას ვითარების დასტაბილურებასა და ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება.
ამავდროულად, აზერბაიჯან-საქართველოს დერეფანი შესაძლოა გაიზარდოს, განსაკუთრებით ნავთობის ექსპორტის თვალსაზრისით, რომელსაც დიდი კასპიის რეგიონში მოიპოვებენ. როგორც თანდართული რუკა გვიჩვენებს, აშშ-მა, სანქციების ფართო სპექტრი გამოიყენა, ირანსა და რუსეთში დაფუძნებული სახელმწიფო და კომერციული ობიექტების წინააღმდეგ. შესაბამისად, ისევე როგორც 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, საქართველო-აზერბაიჯანის დერეფანი, სავარაუდოდ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს.
-რა კომენტარს გააკეთებთ აშშ-ის სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით კასპიის რეგიონში ?
-როგორც, ამას წინათ, „ატლანტიკური საბჭოს“ სტატიაში განვაცხადე, აშშ-მა მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა ირანსა და ვენესუელას. ამ სანქციებს ტრამპის ადმინისტრაცია „მაქსიმალურ ზეწოლად“ აფასებს. ორივე შემთხვევაში რუსულმა, გიგანტურმა, სახელმწიფო ნავთობ-კომპანია „როსნეფტმა“ შეასუსტა ეს ამერიკული ზეწოლა. რაც შეეხება ირანს, „როსნეფტმა“ კარგა ხანია სტრატეგიული შეთანხმება დადო ირანულ სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 2018 წელს ირანის პრეზიდენტს ჰასან რუჰანის პირობა მისცა, რომ დაეხმარებოდა აშშ- ის სანქციების გვერდის ავლაში და ირანულ ნავთობის ტრანსპორტირებას რუსეთში, მახაჩყალის პორტში, კასპიის დერეფნის ზღვის გავლით მოხდებდა.
რაც შეეხება ვენესუელას, „როსნეფტი“ ეკონომიკურად უზრუნვეყოფს მადუროს რეჟიმს. ის ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ს ნედლი ნავთობის სარეთაშორისო ბაზარზე გატანისა და გაყიდვის საშუალებას აძლევს და, ამავე დროს, ქვეყანას ბენზინითა და სხვა ნავთობპროდუქტებით ამარაგებს.
„როსნეფტს“, რომელსაც, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხროციელებული სამხედრო თავდასხმისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო, უკვე აქვს დაკისრებული სანქციები, ვენესუელაში მადუროს რეჟიმის მახრდაჭერის გამო, შესაძლოა, ვაშინგტონისგან ახალი სანქციები დაემატოს.
ეს ხდება იმ დროს, როცა „როსნეფტი“ მახაჩყალის პორტზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს. მახაჩყალის პორტმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზარდა კასპიის ზღვის რეგიონში წარმოებული ნავთობის მიღების მოცულობა. ამ გაფართოებამ, ჰოლანდიურ-შვეიცარიულ ნავთობკომპანია Vitol-ს, თურქმენული და და ყაზახური ნავთობის მიმართულების ცვლილების საშუალება მისცა. ამ ნავთობის ტრანსპორტირება მანამდე, აზერბაიჯანის პორტების გავლით, ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით ხდებოდა. ვენესუელაში განხორციელებული ქმედების გამო „როსნეფტზე“ დაკისრებული ახალი, გამკაცრებული სანქციები, სარისკოს გახდის როსნეფტის“ მიერ კონტროლირებად პორტში კასპიის ნავთობის ექსპორტს.
უფრო მეტიც, 2019 წლის დასაწყისში Vitol -მა გამოიყენა ტანკერი, რომლის რუსი მფლობელებიც, Dragon Oil -ის (UAE – არაბეთის გაერთიანებული საემიროები) მიერ თურქმენეთში მოპოვებული ნავთობის მახაჩყალაში ტრანსპორტირებისთვის, ამერიკული სანქციების ქვეშ იმყოფებიან.
ამდენად, რადგან ირანის მთელი ენერგოსექტორის წინააღმდეგ უკვე მკაცრი სანქციებია დაწესებული და „როსნეფტი“, შესაძლოა, აშშ-ის სანქციების ახალი ტალღის ქვეშ აღმოჩნდეს, კასპიის ნავთობის ექსპორტირებისთვის ყველაზე საიმედო მარშრუტად აზერბაიჯან-საქართველოს დერეფანი რჩება.
– ძალიან საინტერესო სტატიაა. თქვენ წერდით ნავთობის ტრანზიტის მახაჩყალის მიმართულების ცვლილებაზე. ამის პარალელურად, დავოსის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, თქვენ ისაუბრეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივებზე. მიუხედავად ამისა, ევროპული კომპანიები აგრძელებენ მახაჩყალის პორტის გავლით ნავთობის ტრანზიტს. რას ფიქრობთ ამაზე?
-ჩემს პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვვარაუდობ, რომ მახაჩყალის პორტი ამ კომპანიებს დაბალი სატრანზიტო ფასით იზიდავს. გარდა ამისა, მათ სურთ მჭიდრო კონტაქტები ჰქონდეთ რუსულ სახელმწიფო ნავთობკომპანიებთან „როსნეფტთან“ და „ტრანსნეფტთან“, რომლებიც მზად არიან „გარკვეული მასტიმულირებელი“ შეთავაზებებისთვის.
– ამ მომენტისთვის საქართველო და აზერბაიჯანი, თურქმენეთთან თანამშრომლობით, გარკევულ აღმასვლას განიცდიან. თუმცა, ამავე დროს, თურქმენეთმა აირჩია გზა, რომელიც რუსეთზე გადის. რა შეიძლება ედოს ამას საფუძვლად. შეიძლება, თუ არა, ამან გავლენა იქონიოს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე?
-1990-იანებში, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მიზნით, ტრანსკასპიური მილსადენის მიმართულების ძიების პროცესში, აშშ-ის კერძო კომპანიებთან და თურქმენეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობისა და ძალისხმევის დროს დავინახე, რომ რუსეთი, თურქმენეთის სახელისუფლო ისტებლიშმენტი, დიდ ზეწოლას ახდენდა და მათგან პროექტზე უარის თქმას ითხოვდა. მაშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელთანაც მე მიუკერძოებელი და კონსტრუქციული ურთიერთობები დავამყარე, გულწრფელად მითხრა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ თურქმენეთიდან და (ყაზახეთიდან) რაც შეიძლება მეტი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება რუსეთის მილსადენის გავლით მომხდარიყო. ვფიქრობ, რომ მოსკოვი აშხაბადზე მსგავს ზეწოლას დღესაც აგრძელებს.
წყარო :https://commersant.ge/