შსს-მ სოფიკო ჭიაურელის სკულპტურის მძარცველი დააკავა

   შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით ა. ქურდობის ბრალდებით თბილისში, ხერხეულიძის ქუჩაზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 31 იანვარს, გამთენიისას, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე აღმართული სოფიკო ჭიაურელის სკულპტურული კომპოზიციის შემადგენელი ერთ-ერთი ქანდაკება მოიპარა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო. ღონისძიებების შედეგად დავით ა. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს.
დაკავებულის საცხოვრებელი სახლის სარდაფის ჩხრეკისას ნაქურდალი სკულპტურა  ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები