ამოღებულია არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა

  შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი რამილი ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-დამზადების ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არარეგისტრირებული „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც კუსტარული წესით აქვს დამზადებული ლულა, დგუში და გაზის წვის კამერა, 126 საბრძოლო ვაზნა, 3 მჭიდი და „ეფ 1“-ის ტიპის 2 ხელყუმბარა ამოიღეს.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-დამზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები