გორში კერძო მევახშემ მსესხებელ ქალს სცემა

გორში, “ლომჭაბულის ” მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო მევახშემ  მსესხებელ ქალს სცემა.

როგორ”რეგიონულ კვირას” თვითმხილველმა უამბო, ქალებს შორის სიტყვიერი შეკამათება 600 ლარის გამო მოხდა, რომლის გადახდასაც მსესხებელს გამსესხებელი სთხოვდა. სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურში გადაიზარდა და გამსესხებელმა ყელისა და სახის არეში მსესხებელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

“ჯერ ჩხუბობდნენ, მევალე თანხის დაფარვას მოითხოვდა, 600 ლარი ჰქონია ვალი. შემდეგ, მოულოდნელად ყელში სწვდა და ახრჩობდა, ძირს დაეცა ეს ქალი, მევახშე კი ურტყამდა. გამვლელებმა გააშველეს და პოლიციასა და სასწრაფოს გამოუძახეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ქალი ადრეც შემჩნეული ყოფილა მსესხებლებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევებზე”, – განაცხადა თვითმხილველმა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს- ში განუცხადეს, საქმის გამოძიება სსკ-ის  126-ე  მუხლის 1 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები