რას ყიდის და ყიდულობს საქართველო რუსეთში – 2019 წლის სტატისტიკა
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით,გასულ წელს საქართველომ რუსეთში 497.1 მლნ. აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა,1 613.7 იმპორტმა მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
რას ყიდის საქართველო რუსეთში- 10 მთავარი საექსპორტო პროდუქცია
1. ყურძნის ნატურალური ღვინოები – $133,2 მლნ
2. ფეროშენადნობები – $114,5 მლნ
3. მინერალური და მტკნარი წყლები – $60.6 მლნ
4. ეთილის სპირტი/სპირტიანი სასმელები – $34.5 მლნ
5. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $19.8 მლნ
6. ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი – $19 მლნ
7. ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი – $13.7 მლნ
8. გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო – $11.8 მლნ
9. წყლები შაქრის დანამატების შემცველობით – $11.2 მლნ
10. მსუბუქი ავტომობილები – $7.2 მლნ
რას ყიდულობს საქართველო რუსეთში-10 მთავარი საიმპორტო პროდუქცია:
1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $200 მლნ
2. ხორბალი და მესლინი – $90.7 მლნ
3. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა – $41.8 მლნ
4. ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები – $34 მლნ
5. კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან – $32.1 მლნ
6. სატელეფონო აპარატები – $30.4 მლნ
7. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები – $27.3 მლნ
8. ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან – $24.3 მლნ
9. ელექტროენერგია – $22 მლნ
10. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები – $20 მლნ…
შეგახსენებთ,რომ 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარი იყო (12.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი – 9 063.2 მლნ აშშ დოლარი (0.8%-ით ნაკლები).