ლევან დავითაშვილი: მთავრობის დონეზე გავლილია კანონპროექტი , რომელიც თევზის ბუნებრივ პირობებში გადამუშავების რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანონპროექტი უკვე მზად არის, რომელიც თევზის ბუნებრივ პირობებში გადამუშავების რეგულაციების გამკაცრებას გულისხმობს.

“მთავრობის დონეზე გავლილია კანონპროექტი , რომელიც რეგულაციების გამკაცრებას და ჯარიმების გაზრდას გულისმობს. საუბარია 50 000 და უფრო დიდი თანხაზე. შედეგი ერთ დღეში ვერ დადგება, გარემოს დაცვაშიც გვქონდა მძიმე მემკვიდრეობა. ამ ეტაპზე, დღეს საკითხის მიგვარების პირველი ნაწილი ეს არის ამ სეზონზევე ოპერატიული მოგვარება საკითხის მოკლევადიან პირობებში”, – თქვა ლევან დავითაშვილმა.

ამ წუთებში ფოთში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ფოთში თევზის უსიამოვნო სუნის პროლემის მოგვარების გზებზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები