ირაკლი ღარიბაშვილი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერეციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრთან ფილიპ ჰამონდთან. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი შეეხო ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებს, ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს და ნატოს მოდევნო სამიტს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს წვლილი ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში.
შეხვედრას საქართველოს თავდაცისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრნენ.