სოფიკო ჭიაურელის სკულპტურის გაძარცვის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სიონის სკვერიდან “ფუფალას” სკულპტურის მოპარვის გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის მიერ განსახიერებული ოთხი როლის ამსახველი სკულპტურიდან, “ფუფალას” სკულპტურა გუშინ მოიპარეს. ადგილზე გამოძახებული იყო პატრული და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ამასთან, სიონის სკვერიდან მერიამ აიღო სოფიკო ჭიაურელის მიერ განსახიერებული “მრეცხავი ვარდოს” სკულპტურა, რომელიც დაზიანებული იყო.
დაზიანებული “მრეცხავი ვარდოს” სკულპტურას მერიის შესაბამისი სამსახური ინახავს და რესტავრაციის შემდეგ მისთვის განკუთვნილ ადგილზე დაიდგმება.
მერიის ინფორმაციით, ასევე აღდგება “ფუფალას” სკულპტურაც.