ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, კისინჯერის ასოციაციის თავმჯდომარესთან ჰენრი კისინჯერთან. მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. შეხვედრას ქართული დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.