აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ეზოს მიმართულებით ქაღალდის თვითმფრინავები გაუშვეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქცია მიმდინარეობს აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოს ეზოს მიმართულებით ქაღალდის თვითმფრინავები გაუშვეს წარწერით – “მონა” და “სირცხვილია”.

​როგორც მათ განმარტეს, ეს გზავნილია დეპუტატებისთვის.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მიერ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირების მცდელობის მიუხედავად, პარლამენტის სხდომა, ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები