პრემიერ-მინისტრი ხორვატიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორვატიის პრეზიდენტ ივო იოსიპოვიჩს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებული ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ხორვატული მხარის მხარდაჭერა და მისი გამოცდილების გაზიარება.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის სხვა აქტუალური საკითხები.