გორის მერია საზოგადოებას ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტს წარუდგენს

გორის მერია ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტს საზოგადოებას წარუდგენს. სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა, გორის სასწავლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 7 ნოემბერს გაიმართება.

შეხვედრა, რომელზეც დასწრება თავისუფალია, 217 – ე აუდიტორიაში 17:00 საათზე დაიწყება. გეგმის კონცეფცია გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით “სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მუშავდება. დოკუმენტის მოსამზადებლად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

480 გვერდიანი, გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი  საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება.

კონცეფცია შეიძლება გამოყენებული იყოს საყრდენ დოკუმენტად საინვესტიციო პაკეტების შემუშავებისათვის, რადგან ის ხსნის ყველა იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს ამა თუ იმ ტერიტორიის განვითარებაზე. ის, შესაძლოა, ასევე გახდეს გორის ბრენდის შემუშავების საფუძველი, რაც გაზრდის ქალაქის ცნობადობას, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები