წერეთლის მაგისტრალური არხი ხე-მცენარეებისგან და ნატანი მასისგან გაიწმინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში მდებარე წერეთლის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, არხი ხე-მცენარეებისგან და ნატანი მასისგან გაიწმინდა, რის შედეგადაც მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და 150 ჰექტარ მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.
სარწყავი წყლის დროული და ეფექტიანი მიწოდება ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, სასოფლო-სამეურნეო კულტურები შეუფერხებლად მორწყან. კომპანია, წყალმომარაგების სისტემების ეფექტიანი მუშაობისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების საიმედო წყალუზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.