ტრამპი თურქეთს ეწვია
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვითმფრინავი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაეშვა, სადაც ის თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ სახელმწიფო ტელეარხი TRT Haber-ი იტყობინება.
„ამ მომენტში აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი ანკარაში დაეშვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ლიდერები მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართავენ.