ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ
“ღია შეხვედრების“ ფარგლებში, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, დიდი და პატარა გარეჯვარის, ხიდისთავის , უფლისციხის , ქვახვრელის , ატენის, წედისის და ნავისის მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო.
შეხვედრებზე, ადგილობრივების მხრიდან იმ პრობლემების ჩამონათვალი დასახელდა, რომელთა დროული მოგვარება მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია.
შეხვედრების მონაწილეებმა, სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების სწორად და მიზნობრივად განკარგვაზეც ისაუბრეს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელისუფლებას საშუალებას აძლევს სწორად დასახოს პრიორიტეტები და მუდმივ კომუნიკაციაში იყოს საკუთარი რეგიონის მოსახლეობასთან .
“მოგეხსენებათ მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს, არამარტო შიდა ქართლის, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით. შეხვედრების მიზანია მოვუსმინოთ ადგილობრივებს , მივიღოთ ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ, რათა შემდგომ პერიოდში თითოეული სახელმწიფო პროგრამა, თუ პროექტი მორგებული იყოს მათ საჭიროებებზე”,- განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
“ჩვენი სოფელი ყოველთვის იყო აქტიური. საბედნიეროდ ადგილზე გვყავს ხელისუფლების ისეთი წარმომადგენელი , რომელთანაც მუდმივად გვაქვს ურთიერთობა და ჩვენი პატარა პრობლემაც კი გულთან მიაქვს. სწორედ ის ფაქტი, რომ ჩვენ პირდაპირი ურთიერთობა გვაქვს ხელისუფლებასთან, ჩვენს პრობლემებს დროულად აგვარებს. მაგალითად, გვქონდა შიდა საუბნო გზების პრობლემა და პირადად, ადგილზე ამოვიდა საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ძალები არ დაიშურა, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. ჩვენი მთავარი პრობლემა იყო გაზიფიცირება, თუმცა ეს პრობლემაც უახლოეს პერიოდში მოგვარდება. დაწყებულია სამუშაოები და შედეგიც მოკლე დროში იქნება“,- განაცხადა ხიდისთავის მკვიდრმა ქევსერ სამადალაშვილმა.