“ერთ გარდაცვლილს თავი ისე აქვს დაზიანებული, ვერ ვცნობთ”- ყვარელში მომხდარი შემზარავი ავარიის ახალი დეტალები
ყვარელში მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი 3 ახალგაზრდიდან, 2 სოფელ შილდის მკვიდრია.
ამის შესახებ, “რეგიონულ კვირას” ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა,შილდის ადმინისტრაციულ ერთეულში,ლევან ხუციშვილმა განუცხადა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
მისივე თქმით,მიმდინარეობს ექსპერტიზა მესამე დაღუპულის ვინაობის დასადგენად,რადგან მას თავის არეში მიღებული ძლიერი დაზიანებების გამო ვერ ცნობენ.
“2 გარდაცვლილი და 1 დაშავებული, სოფელ შილდაში ცხოვრობდნენ, რაც შეეხება ერთ გარდაცვლილს, თავი ისე აქვს დაზიანებული,ვერ ვცნობთ. არის ვარაუდი, რომ ისიც შილდიდან იქნება, ან შეიძლება ერთ-ერთი გარდაცვლილის სტუმარიც ყოფილიყო. ოჯახებმა მომხდარის შესახებ უკვე იციან. ახალგაზრდები 18 წლიდან 23 წლამდე იყვნენ”,- აღნიშნა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, ყვარელში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. „მერსედესის“ მარკის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მანქანაში მყოფი 4 მგზავრიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, 2 კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე.
როგორც “რეგიონული კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.