ნოდარ ნათაძე: ელდარ შენგელაიამ სამშობლო გაყიდა

ელდარ შენგელაიამ სამშობლო გაყიდა, – ამის შესახებ “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარემ, ნოდარ ნათაძემ, გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში 1989 წლის 9 აპრილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

“9 აპრილის დარბევის შემდეგ რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ გააკეთა დოკუმენტური ფილმი ამ მოვლენების შესახებ, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ ფილმში ძალიან მკაფიოდ ჩანს ტრანსფარანტი ლოზუნგით, რომელიც ანტიაფხაზურ თემას ეხებოდა, ანუ მე იმის თქმა მსურს, რომ ელდარ შენგელაიამ, შეგნებულად უჩვენა მსოფლიოს, თითქოს ქართველები თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის კი არა, აფხაზებისა და მათი თვითგამორკვევის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს შენგელაიამ კრემლის სასარგებლოდ შეგნებულად გააკეთა და, პირდაპირ ვთქვათ, ამით ელდარ შენგელაიამ სამშობლო გაყიდა”, – აღნიშნა ნათაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები