პუტინი აცხადებს, რომ ეთანხმება აშშ-ის წინადადებას უკრაინაში ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება აშშ-ის წინადადებას უკრაინაში ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის შესახებ.

როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, ეს წინადადება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ ეს ნაბიჯი გრძელვადიან მშვიდობას გამოიწვევს.

„ვეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას, რათა მსხვერპლი შეწყდეს, მაგრამ იმ ფაქტიდან გამოვდივართ, რომ ამ ცეცხლის შეწყვეტამ ხანგრძლივ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და ამ კრიზისის ძირეული მიზეზები უნდა აღმოფხვრას“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები